მაიკ პომპეო საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს​ ხვდება
მაიკ პომპეო საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს​ ხვდება

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს​ ხვდება. შეხვედრა საპატრიარქოში მიმდინარეობს.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი უკვე შეხვდა საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს, საქართველოს პრემიერ-მინისტრს, გიორგი გახარიასა და საგარეო საქმეთა მინისტრს, დავით ზალკალიანს. ასევე შეხვედრა გაიმართება სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთანაც.

მაიკ პომპეო საქართველოში გუშინ ჩამოვიდა და ვიზიტს დღეს დაასრულებს, რის შემდეგაც ისრაელში გაემგზავრება.

დატოვე კომენტარი