მაიკ პომპეო - სირიის გარკვეულ რეგიონებში „ისლამური სახელმწიფო“ იმაზე მეტად ძლიერია, ვიდრე ოთხი წლის წინ იყო
მაიკ პომპეო - სირიის გარკვეულ რეგიონებში „ისლამური სახელმწიფო“ იმაზე მეტად ძლიერია, ვიდრე ოთხი წლის წინ იყო

აშშ-ს სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს განცხადებით, სირიის გარკვეულ რეგიონებში „ისლამური სახელმწიფო“ იმაზე მეტად ძლიერია, ვიდრე ოთხი წლის წინ იყო. მაიკ პომპეომ „სი-ბი-ესთან“ ინტერვიუში განაცხადა.

„ეს საკმაოდ რთული საკითხია. არსებობს გარკვეული ადგილები, სადაც „ისლამური სახელმწიფო“ იმაზე უფრო ძლევამოსილია, ვიდრე ოთხი წლის წინ იყო. თუმცა ტერორისტული დაჯგუფების მიერ თვითაღიარებული სახალიფო აღარ არსებობს და მათ თავდასხმების განხორციელება გაურთულდათ. ჩვენ ეს რისკი საგრძნობლად შევამცირეთ“, – განაცხადა აშშ-ის პირველმა დიპლომატმა ინტერვიუს დროს.

აშშ-ის ხელმძღვანელობით საერთაშორისო ანტიტერორისტულმა კოალიციამ სირიასა და ერაყში ტერორისტების წინააღმდეგ მასშტაბური ოპერაცია 2014 წელს დაიწყო. 2019 წლის დეკემბერში აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ამერიკელმა სამხედროებმა მისია წარმატებით შეასრულეს და ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფო“ სირიაში დაამარცხეს.

სი-ბი-ესთან“ ინტერვიუს დროს მაიკ პომპეომ განაცხადა, რომ საერთაშორისო ანტიტერორისტულმა კოალიციამ, რომელშიც ათობით სახელმწიფო იყო ჩართული, თავისი საქმე წარმატებით შეასრულა, თუმცა დიპლომატის განმარტებით, რეგიონში ყოველთვის იარსებებს რადიკალური დაჯგუფებების აღდგენის რისკი. მათ შორის არის „ალ-ქაიდა“ და „ისლამური სახელმწიფო“.