მაიკ პომპეო - სირიაში თურქეთის ცალმხრივ სამხედრო მოქმედებას დამანგრეველი შედეგები ექნება
მაიკ პომპეო - სირიაში თურქეთის ცალმხრივ სამხედრო მოქმედებას დამანგრეველი შედეგები ექნება

სირიაში თურქეთის ცალმხრივ სამხედრო მოქმედებას დამანგრეველი შედეგები ექნება, – აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრ მევლუთ ჩავუშოღლუს ვაშინგტონში გამართული შეხვედრის დროს განუცხადა.

შეხვედრის შემდეგ, ჩავუშოღლუმ თქვა, რომ გამოწვევებზე და ორმხრივ ურთიერთობებზე მაიკ პომპეოსთან კონსტრუქციული დიალოგი ჰქონდა.

შეხვედრის შემდეგ სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ განცხადება გააკეთა თურქეთის ვიცე-პრეზიდენტმაც. ფუათ ოქტაის თქმით, აშშ-მა უნდა აირჩიოს, სურს თუ არა დარჩეს თურქეთის მოკავშირედ, თუ რისკის ქვეშ დააყენებს ქვეყნების მეგობრობას ტერორისტულ ორგანიზაციებთან ძალების გაერთიანებით და ნატო-ელი მოკავშირის თავდაცვას მტრების წინააღმდეგ საფრთხეს შეუქმნის.

თურქეთის ქურთულ სამხედრო დაჯგუფებებს, რომელსაც აშშ-ის დახმარებას უწევს, ტერორისტებად მიიჩნევს.