მაიკ პომპეო საუდის არაბეთში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება
მაიკ პომპეო საუდის არაბეთში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო საუდის არაბეთში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ახლო აღმოსავლეთის სამეფოში ყოფნის დროს რეგიონში უსაფრთხოების საკითხზე, ირანიდან მომდინარე საფრთხეებსა და საუდის არაბეთში ადამიანის უფლებებზე ისაუბრებს.

ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში აშშ-ის პირველი დიპლომატი მეფე სალმანს და პრინც მუჰამედს შეხვდება.

​ირანსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ვითარების მორიგი გამწვავება აშშ-ის მიერ ირანელი სამხედრო მაღალჩინოსნის, ყასემ სოლეიმანის ლიკვიდაციის ოპერციამ გამოიწვია. რასაც ირანის მხრიდან ამერიკული სამხედრო ბაზების დაბომბვა და სამგზავრო ავიალაინერის შეცდომით ჩამოგდება მოჰყვა. ირანსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის არსებულ დაპირისპირებაში საუდის არაბეთი რეგიონში ვაშინგტონის მოკავშირეა.