მაიკ პომპეო - სასიამოვნო იყო თბილისსა და იურუსალიმში სტუმრობა, ჩვენი მოკავშირეების უსაფრთხოებისა და სუვერენიტეტის მიმართ აშშ-ის ურყევი მხარდაჭერის დადასტურება
სასიამოვნო იყო თბილისსა და იურუსალიმში სტუმრობა, ჩვენი მოკავშირეების უსაფრთხოებისა და სუვერენიტეტის მიმართ აშშ-ის ურყევი მხარდაჭერის დადასტურება, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მაიკ პომპეო „ტვიტერში“ წერს.
„სასიამოვნო იყო ამ კვირაში თბილისსა და იურუსალიმში პროდუქტიული შეხვედრებისთვის სტუმრობა და ჩვენი მოკავშირეების, საქართველოსა და ისრაელის უსაფრთხოებისა და სუვერენიტეტის მიმართ აშშ-ის ურყევი მხარდაჭერის დადასტურება“, – აცხადებს მაიკ პომპეო.
მაიკ პომპეოს „ტვიტერის“ გვერდზე მისი მოგზაურობის ამსახველი ვიდეომასალაც ვრცელდება.