მაიკ პომპეო 13 იანვარს ბრიუსელს ეწვევა
მაიკ პომპეო 13 იანვარს ბრიუსელს ეწვევა

აშშ-ის მოქმედი სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო 13-14 იანვარს ბრიუსელს ეწვევა. როგორც სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, პომპეოს ვიზიტის მიზანს წარმოადგენს აშშ-სა და ბელგიას შორის ღრმა და მტკიცე პარტნიორობის, ასევე აშშ-ის ნატოსადმი ურყევი მხარდაჭერის დადასტურება.

ბრიუსელში მაიკ პომპეო ნატო-ს გენერალურ მდივანს იენს სტოლტენბერგს და ბელგიის საგარეო საქმეთა მინისტრს სოფი ვიმეს შეხვდება. სახელწმიფო მდივანი ხაზს გაუსვამს ტრანსატლანტიკური პარტნიორობის მნიშვნელობას და დაიცავს ტრანსატლანტიკური საზოგადოების უსაფრთხოების უზრუნველყოფაში, ასევე უსაფრთხოების სფეროში ახალ გამოწვევებთან ადაპტირების პროცესში ნატო-ს ამჟამინდელ წარმატებას.