მაიკ პომპეო - საქართველოს ზრდა და განვითარება თავისუფალი ერის სახით ცხადყოფს, რომ ქვეყანა სწორ მიმართულებას ადგას, ვამაყობთ ჩვენი პარტნიორობით
მაიკ პომპეო - საქართველოს ზრდა და განვითარება თავისუფალი ერის სახით ცხადყოფს, რომ ქვეყანა სწორ მიმართულებას ადგას, ვამაყობთ ჩვენი პარტნიორობით

საქართველოს ზრდა და განვითარება თავისუფალი ერის სახით, საბჭოთა კომუნიზმის რეჟიმში ყოფის თითქმის საუკუნოვანი გამოცდილების შემდეგ, ცხადყოფს, რომ ქვეყანა სწორ მიმართულებას ადგას და ჩვენ ვამაყობთ ჩვენი პარტნიორობით, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან შეხვედრის შემდეგ, ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა პრემიერ-მინისტრს აშშ-თან კარგი მეგობრობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ გაგრძელდება მუშაობა საქართველოს დასავლური განვითარების მხარდასაჭერად.

„ვამაყობთ, რომ ქვეყნის ჯეროვანი პარტნიორები ვართ. ერთად უნდა ვიმუშაოთ, რათა დავიცვათ ის ძნელად მოპოვებული მიღწევების დაკარგვის რისკისგან და იმის უზრუნველსაყოფად, რომ საქართველომ მტკიცედ დასავლური განვითარება გააგრძელოს. ბატონო პრემიერ-მინისტრო, მადლობა გვერდით დგომისთვის, ჩემთან და ჩვენს გუნდთან შეხვედრისთვის. მადლობას მოგახსენებთ თქვენ და საქართველოს აშშ-სთან კარგი მეგობრობისა და პარტნიორობისთვის”, – მიმართა მაიკ პომპეომ მამუკა ბახტაძეს.

ინფორმაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.