მაიკ პომპეო - საჭიროების შემთხვევაში, დონალდ ტრამპი სრულად არის მზად, გამოიყენოს სამხედრო ძალა თურქეთის წინააღმდეგ
მაიკ პომპეო - საჭიროების შემთხვევაში, დონალდ ტრამპი სრულად არის მზად, გამოიყენოს სამხედრო ძალა თურქეთის წინააღმდეგ

საჭიროების შემთხვევაში, პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სრულად არის მზად, გამოიყენოს სამხედრო ძალა თურქეთის წინააღმდეგ, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ „ესენბისისთან“ ინტერვიუში განაცხადა.

პომპეოს თქმით, ვაშინგტონი მშვიდობას ანიჭებს უპირატესობას, ვიდრე ომს, მაგრამ იმ შემთხვევაში, როდესაც კინეტიკური ან სამხედრო მოქმედებაა საჭირო, ყველამ უნდა იცოდეს, რომ პრეზიდენტი მზადაა ამის გასაკეთებლად.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა თურქეთთან მიღწეული შეთანხმება დადებითად შეაფასა და თქვა, რომ სამხედრო ოპერაციის შეჩერებამ უამრავი სიცოცხლე გადაარჩინა. მაიკ პომპეომ ასევე აღნიშნა, რომ აშშ-მა „ისლამური სახელმწიფოს“ სახალიფოს საფრთხე, ქურთებით და არაბებით დაკომპლექტებულ „სირიის დემოკრატიულ ძალებთან“ ერთად გაანეიტრალა, რაც მთელი მსოფლიოსთვის იყო სასარგებლო.

თურქეთი სირიის ჩრდილოეთში ცეცხლის შეწყვეტას აშშ-ის შუამდგომლობით დათანხმდა.