მაიკ პომპეო – რუსული ოკუპაციის პირობებში, საქართველოს სუვერენიტეტისადმი ჩვენი მხარდაჭერა ურყევია, აშშ-ის თანამშრომლობა საქართველოსთან უპირველესი მნიშვნელობისაა
რუსული ოკუპაციის პირობებში, საქართველოს სუვერენიტეტისადმი ჩვენი მხარდაჭერა ურყევია, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ მიკრობლოგ „ტვიტერზე“ დაწერა.
პომპეო აღნიშნავს, რომ საქართველოს პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრით მოხარულია.
„მოხარული ვარ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან დღეს თბილისში შეხვედრით. აშშ-ის ურთიერთთანამშრომლობა საქართველოსთან უპირველესი მნიშვნელობისაა და რუსული ოკუპაციის პირობებში, საქართველოს სუვერენიტეტისადმი ჩვენი მხარდაჭერა ურყევია“, – წერს მაიკ პომპეო.
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოსა და საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის შეხვედრა დღეს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გაიმართა.
Good to see President @Zourabichvili_S in Tbilisi today. U.S. cooperation with Georgia is of paramount importance, and our support for Georgia’s sovereignty in the face of Russian occupation is unwavering. pic.twitter.com/L89OzNw8g6
— Secretary Pompeo (@SecPompeo) November 18, 2020