მაიკ პომპეო რუმინელ კოლეგას შავი ზღვის რეგიონში რუსეთის აგრესიაზე ესაუბრა
მაიკ პომპეო რუმინელ კოლეგას შავი ზღვის რეგიონში რუსეთის აგრესიაზე ესაუბრა

შავი ზღვის რეგიონში რუსეთის აგრესიაზე აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრ თეოდორ მელესკანუს ესაუბრა. შეხვედრა ვაშინგტონში გაიმართა.

„მათ ისაუბრეს შავ ზღვაში რუსეთის აგრესიის შესახებ და შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებასა და სტაბილურობაში რუმინეთის როლზე“, – აღნიშნულია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.

შეხვედრის დროს განიხილეს ნატო-ს აღმოსავლეთ ფლანგზე არსებული გამოწვევები.

მაიკ პომპეომ რუმინელ დიპლომატთან შეხვედრისას ასევე ყურადღება გაამახვილა კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის მნიშვნელობაზე.