მაიკ პომპეო პირველ თებერვალს ბელარუსში ჩავა
მაიკ პომპეო პირველ თებერვალს ბელარუსში ჩავა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო მიმდინარე წლის პირველ თებერვალს ბელარუსში ჩავა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ბელარუსის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

მაიკ პომპეოს სამუშაო ვიზიტი ბელარუსში და ქვეყნის პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოსთან შეხვედრა ჯერ კიდევ 4 იანვარს იყო დაგეგმილი, თუმცა ახლო აღმოსავლეთში დაძაბული ვითარების გამო გადაიდო.

ეს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის პირველი ვიზიტი იქნება ბელარუსში. ამასთან, მაიკლ პომპეო 29-30 იანვარს ლონდონს ეწვება, საიდანაც კიევში გაემგზავრება. მინსკში სახელმწიფო მდივანი სწორედ კიევიდან ჩავა.

დატოვე კომენტარი