მაიკ პომპეო ნიუ-იორკში ფხენიანელ მაღალჩინოსანს მასპინძლობს
მაიკ პომპეო ნიუ-იორკში ფხენიანელ მაღალჩინოსანს მასპინძლობს

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი, მაიკ პომპეო ნიუ-იორკში ფხენიანელ მაღალჩინოსანს მასპინძლობს.

ჩრდილოეთ კორეის დაზვერვის ყოფილი ხელმძღვანელი კიმ იუნ სოლი ბოლო 18 წლის განმავლობაში შტატების ტერიტორიაზე ყველაზე მაღალრანგიანი ჩრდილოკორეელია.

ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან, კიმ ჩენ ინთან დაახლოებულმა კიმ იუნ სოლმა და მაიკ პომპეომ ორ ქვეყანას შორის დაგეგმილ შესაძლო სამიტზე იმსჯელეს. ამასთან, მხარეებმა ჩრდილოეთ კორეის დენუკლეარიზაცია განიხილეს.

შეხვედრას ესწრებოდა ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს კორეის განყოფილების ხელმძღვანელი, ეთნიკურად კორეელი, ენრიუ კიმიც.

ამერიკული მედიის ცნობით, ვაშინგტონსა და ფხენიანს შორის დიალოგის დაწყებაში ყველაზე დიდი წვლილი სწორედ ენდრიუ კიმს მიუძღვის.

შეხვედრის პირველი დღე საერთო ვახშმით დასრულდა. მეორე დღეს კი მხარეები ისტორიული სამიტის შესაძლო ჩატარებასთან დაკავშირებით დიალოგს განაგრძობენ.

შეგახსენებთ, ამერიკის შეერთებული შტატებისა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერებს შორის ისტორიული სამიტი სინგაპურში 12 ივნისს დაიგეგმა.

დატოვე კომენტარი