მაიკ პომპეო ნატო-ს მოკავშირეებს მოუწოდებს, ახალ საფრთხეებთან ადაპტაცია მოახდინონ
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო ნატო-ს მოკავშირეებს მოუწოდებს, ახალ საფრთხეებთან ადაპტაცია მოახდინონ. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე განაცხადა.
მაიკ პომპეოს განმარტებით, ამდაგვარ საფრთხეებს განეკუთვნება რუსეთის სამხედრო ინტერვენცია ვენესუელაში, უკონტროლო მიგრაცია, ჩინეთის სტრატეგიული კონკურენცია და კიბერსაფრთხეები.