მაიკ პომპეო - მოსალოდნელია, რომ აშშ-ის შუალედური არჩევნები რუსეთის სამიზნე გახდეს
მაიკ პომპეო - მოსალოდნელია, რომ აშშ-ის შუალედური არჩევნები რუსეთის სამიზნე გახდეს

შეერთებული შტატების ცენტრალური სადაზვერვო სამსახურის დირექტორის თქმით, მოსალოდნელია, რომ აშშ-ის შუალედური არჩევნები, რომელიც წლის ბოლოს გაიმართება, რუსეთის სამიზნე გახდეს.

როგორც მაიკ პომპეომ BBC-ს უთხრა, არ გამოვლენილა არც ერთი ნიშანი, რომ რუსეთმა ხელი აიღო ან შეამცირა ევროპისა და ამერიკის შიდა საქმეებში ჩარევის მცდელობები.

მისივე თქმით, საშიშროებას წარმოადგენს ჩრდილოეთ კორეაც, რომელსაც რამდენიმე თვეში შეეძლება, ბირთვული იერიში მიიტანოს აშშ-ზე.

აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამსახური მიიჩნევს, რომ 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე რუსეთმა გარკვეული როლი ითამაშა.

პომპეო თითქმის ყოველ დილით ხვდება დონალდ ტრამპს და მის ხელთ არსებულ ინფორმაციას აცნობს. ცენტრალური სადაზვერვო სამსახურის დირექტორი აცხადებს, რომ ტრამპის შესაძლებლობების შესახებ გავრცელებული ხმები, თითქოს ის პრეზიდენტობისთვის შეუფერებელია, გამოგონილია.