მაიკ პომპეო მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე მდებარე ებრაულ დასახლებებსა და გოლანის მაღლობებზე ჩავიდა
მაიკ პომპეო მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე მდებარე ებრაულ დასახლებებსა და გოლანის მაღლობებზე ჩავიდა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე მდებარე ებრაულ დასახლებებსა და გოლანის მაღლობებზე ჩავიდა. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტის ადმინისტრაციის მაღალჩინოსანი იმ ტერიტორიებს სტუმრობს, რომელთაც მსოფლიოს ნაწილი ისრაელის მიერ ოკუპირებულად მიიჩნევს.

მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე ებრაული დასახლებების მშენებლობის გამო ისრაელს აშშ-ის არაერთი პრეზიდენტის ადმინისტრაცია აკრიტიკებდა.

პომპეოს დასავლეთ სანაპიროზე მდებარე ებრაულ დასახლებებში ჩასვლამ პალესტინელების უკმაყოფილება გამოიწვია.

ისრაელში ვიზიტის ფარგლებში აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ასევე მოინახულა გოლანის მაღლობები. ამ ტერიტორიაზე ისრაელის სუვერენიტეტი ტრამპის ადმინისტრაციამ ცნო.

დატოვე კომენტარი