ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო 7 ოქტომბერს ფხენიანში ჩავა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერს, კიმ ჩენ ინს შეხვდება. ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივანი, ჰიზერ ნაურეტი ავრცელებს.
გავრცელებული ცნობით, სახელმწიფო მდივანი მიმდინარე კვირას აზიის ოთხ ქვეყანას ესტუმრება. მაიკ პომპეო იაპონიაში, სამხრეთ კორეაში, ჩინეთსა და ჩრდილოეთ კორეაში ჩავა.