მაიკ პომპეო კატარის საგარეო საქმეთა მინისტრს, ასევე თალიბანსა და ავღანეთს შორის მოლაპარაკებებში ჩართულ ჯგუფებს შეხვდა
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო კატარში ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრს, ასევე თალიბანსა და ავღანეთს შორის მოლაპარაკებებში ჩართულ ჯგუფებს შეხვდა.
„ძალიან კარგი იყო დღეს დოჰაში, კატარის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ალ თანისთან შეხვედრა და ორმხრივი და რეგიონული საკითხების განხილვა. ჩვენ ვაფასებთ კატარის, როგორც ავღანეთის სამშვიდობო მოლაპარაკებების მასპინძელი ქვეყნის უწყვეტ მხარდაჭერას“, – განაცხადა პომპეომ.
მისივე თქმით, სპარსეთის ყურის ქვეყნების ერთიანობა კრიტიკულად მნიშვნელოვანია რეგიონში ირანის ნეგატიური გავლენისთვის წინააღმდეგობის გასაწევად.
„შევხვდი თალიბანისა და ავღანეთის ისლამური სახელმწიფოს მომლაპარაკებლების ჯგუფებს დოჰაში. მინდა, შევაქო ორივე მხარე მოლაპარაკებების გაგრძელებისა და იმ პროგრესისთვის, რომელსაც მიაღწიეს. მე მხარს ვუჭერ პოლიტიკური გზამკვლევის შესახებ დროულ დისკუსიებს და სამუდამო და ყოვლისმომცველ ცეცხლის შეწყვეტას“, – წერს აშშ-ს სახელმწიფო მდივანი „ტვიტერში“.