მაიკ პომპეო ისრაელში ჩავიდა
მაიკ პომპეო ისრაელში ჩავიდა

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო ისრაელში ჩავიდა.

ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს შეხვდება.

დღესვე, საღამოს საათებში, მაიკ პომპეო ბრიუსელში გაემგზავრება, სადაც ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ხელმძღვანელ იენს სტოლტენბერგთან გამართავს შეხვედრას.

შეგახსენებთ, მაიკ პომპეო ისრაელს თურქეთში ვიზიტის შემდეგ ეწვია. ანკარაში აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსთან ერთად იმყოფებოდა.

ამერიკელი მაღალჩინოსნები თურქეთის ხელისუფლებასთან მოლაპარაკებების დროს სირიაში სამხედრო ოპერაციის შეჩერებაზე შეთანხმდნენ. შეთანხმების თანახმად, სირიის ჩრდილოეთში ცეცხლი ხუთი დღის განმავლობაში შეწყდება. ქურთულმა სამხედრო ჯგუფებმა საზღვრიდან 30 კილომეტრში უნდა გადაინაცვლონ.