მაიკ პომპეო ირანისთვის ახალი სანქციების დაწესებას ითხოვს
მაიკ პომპეო ირანისთვის ახალი სანქციების დაწესებას ითხოვს

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო ირანისთვის ახალი სანქციების დაწესებას ითხოვს. ამის შესახებ განცხადება მაიკ პომპეოს მრჩეველმა საუდის არაბეთში ვიზიტისას გააკეთა.

„ჩვენ მოვუწოდებთ ყველა ქვეყანას მსოფლიოში, დააწესონ სანქციები ირანის ბალისტიკური რაკეტების პროგრამის მონაწილე პირების წინააღმდეგ. ამის შესახებ დისკუსია გრძელდება ევროპელ კოლეგებთანაც“, – განაცხადა პომპეოს მრჩეველმა ბრაიან ჰუკმა.

მისივე თქმით, ბოლო დღეებში იემენელი ამბოხებულების მიერ საუდის არაბეთის მისამართით ნასროლი რაკეტები, ირანშია დამზადებული.

„ეს რაკეტები ახლო აღმოსავლეთში ომს გაახანგრძლივებს და საფრთხეს უქმნის აშშ-ის ინტერესებს. ეს პროგრამა ემუქრება საუდის არაბეთს და ირანს“, – განაცხადა ჰუკმა.

აშშ-ის ახალი სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო ახლო აღმოსავლეთში, ბრიუსელში გამართული NATO-ს მინისტერიალიდან გაემგზავრა. მაიკ პომპეო საუდის არაბეთის გარდა, იორდანიას და ისრაელს ეწვევა.