მაიკ პომპეო - ირანი მსოფლიოს ატყუებს
მაიკ პომპეო - ირანი მსოფლიოს ატყუებს

აშშ-ის სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოს თქმით, ისრაელის მიერ ირანის ბირთვული პროგრამის შესახებ წარმოდგენილი საიდუმლო დოკუმენტები ცხადყოფს, რომ ირანი იტყუება.

მისივე თქმით, ისრაელის მიერ მოპოვებული მტკიცებულებები აჩვენებს, რომ 2015 წელს ირანთან გაფორმებული შეთანხმება კეთილსინდისიერი არ ყოფილა.

„ისრაელის მიერ მოპოვებული დოკუმენტები აჩვენებს, რომ ირანის რეჟიმის სიმართლეს არ ამბობდა. ჩვენ მივიჩნევთ, რომ ისრაელის მიერ მოპოვებული დოკუმენტები ავთენტურია. ირანმა დაუმალა ატომური პროგრამის არქივი მსოფლიოს და ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს“ – განაცხადა პომპეომ.

შეგახსენებთ, რომ გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე ირანი „საიდუმლო ბირთვული პროგრამის წარმოებაში“ დაადანაშაულა.

მისივე თქმით, ირანმა 2015 წელს გაფორმებული შეთანხმების ხელმომწერებს აღნიშნული პროგრამის შესახებ ინფორმაცია დაუმალა.

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯავად ზარიფმა განაცხადა, რომ ნეთანიაჰუს განცხადება იყო მცდელობა მოახდინოს ზემოქმედება ტრამპის გადაწყვეტილება, რომელიც ირანთან დადებული „ბირთვულ შეთანხმებაში“ ცვლილებების შეტანას ითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ხელშეკრულებიდან აშშ-ის გასვლით იმუქრება.