მაიკ პომპეო - თურქეთს აქვს სრული უფლება, ასადის, რუსეთისა და ირანის მიერ სირიაში შექმნილი სიტუაციისგან თავი დაიცვას
მაიკ პომპეო - თურქეთს აქვს სრული უფლება, ასადის, რუსეთისა და ირანის მიერ სირიაში შექმნილი სიტუაციისგან თავი დაიცვას

გვჯერა, რომ ჩვენს პარტნიორს და ნატო-ს წევრ თურქეთს აქვს სრული უფლება, დაიცვას საკუთარი თავი იმ სიტუაციისგან, რაც ასადმა, რუსეთმა და ირანმა სირიაში შექმნეს, – ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ რამდენიმე წუთის წინ, სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მაიკ პომპეოს შეკითხვა დაუსვეს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინისა და თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის შეხვედრასთან დაკავშირებით.

ჟურნალისტი დაინტერესდა, რა პოზიცია აქვს აშშ-ს.

შეგახსენებთ, მოსკოვში უკვე თითქმის ოთხი საათია, ვლადიმერ პუტინისა და რეჯეფ თაიფ ერდოღანის შეეხვედრა დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობს.