მაიკ პომპეო - გოლანის მაღლობები ისრაელმა სირიის შეტევის საპასუხოდ დაიკავა, ხოლო რუსეთმა ყირიმის ანექსია ისე მოახდინა, რომ უკრაინიდან არაფერი ემუქრებოდა
მაიკ პომპეო - გოლანის მაღლობები ისრაელმა სირიის შეტევის საპასუხოდ დაიკავა, ხოლო რუსეთმა ყირიმის ანექსია ისე მოახდინა, რომ უკრაინიდან არაფერი ემუქრებოდა

გოლანის მაღლობები ისრაელმა სირიის შეტევის საპასუხოდ დაიკავა, ხოლო რუსეთმა ყირიმის ანექსია ისე მოახდინა, რომ უკრაინიდან მას არაფერი ემუქრებოდა, – ეს განცხადება აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ სენატში მოსმენის დროს გააკეთა.

მისივე თქმით, „ყირიმისა და გოლანის მაღლობების სიტუაცია რადიკალურად განსხვავებულია“.

„გოლანის მაღლობები ისრაელმა მაშინ დაიკავა, როდესაც სირია მას თავს დაესხა და ისრაელის არსებობას საფრთხე ემუქრებოდა“, – განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა.

პომპეოს თქმით, გოლანის მაღლობების დაკავება აუცილებელი იყო, რათა ისრაელს „სირიის რეჟიმისგან“ თავდაცვა გაეგრძელებინა.

„ყირიმის ანექსიის დროს კი რუსეთის არ იცავდა თავს. რუსეთმა უბრალოდ აირჩია მომენტი, რომ დაეკავებინა იმ ერის ტერიტორია, რომელიც მას არანაირ საფრთხეს არ უქმნიდა“, – განაცხადა პომპეომ.

შეგახსენებთ, დონალდ ტრამპმა გოლანის მაღლობებზე ისრაელის სუვერენიტეტი 25 მარტს აღიარა. ეს გადაწყვეტილება ევროკავშირმა, არაბული სახელმწიფოების ლიგამ, თურქეთმა, სირიამ, ირანმა, რუსეთმა და სხვა ქვეყნებმა დაგმეს.