მაიკ პომპეო ე.წ. ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ შექმნილ კოალიციას მოუწოდებს, „ისლამური სახელმწიფოს“ დაკავებული წევრები საკუთარ ქვეყნებში მიიღონ
მაიკ პომპეო ე.წ. ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ შექმნილ კოალიციას მოუწოდებს, „ისლამური სახელმწიფოს“ დაკავებული წევრები საკუთარ ქვეყნებში მიიღონ

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო ე.წ. ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ შექმნილი კოალიციის წევრებს მოუწოდებს, „ისლამური სახელმწიფოს“ დაკავებული წევრები საკუთარ ქვეყნებში მიიღონ.

ე.წ. ისლამური სახელმწიფოს დაკავებული წევრები და მათი ოჯახის ათასობით წევრი სირიის ჩრდილოეთ რეგიონებში, ამერიკის შეერთებული შტატების მოკავშირე ქურთული შენაერთების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ბანაკებსა და ციხეებში იმყოფებიან.

გარდა ამისა, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა კოალიციის წევრებს მოუწოდა, ერყისა და სირიის ინფრასტრუქტურის აღდგენისთვის დაფინანსება გაზარდონ.