მაიკ პომპეო - ჩრდილოატლანტიკური ალიანსი ისტორიის განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ალიანსია
მაიკ პომპეო - ჩრდილოატლანტიკური ალიანსი ისტორიის განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ალიანსია

ჩრდილოატლანტიკური ალიანსი ისტორიის განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ალიანსია, – ასე გამოეხმაურა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი, მაიკ პომპეო საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ ნატო „ტვინის სიკვდილს“ განიცდის.

„ნატო არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი. შესაძლოა, ისტორიის განმავლობაში ყველაზე სტრატეგიული პარტნიორია“, – განაცხადა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა გერმანიაში ვიზიტის დროს.

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა გამოცემა „ეკონომისტთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ ნატო ტვინის სიკვდილს განიცდის, ევროპას კი საკუთარი სამხედრო ძალები სჭირდება.

დატოვე კომენტარი