მაიკ პომპეო ჩინეთს კორონავირუსთან დაკავშირებით არასრულყოფილი ინფორმაციის მიწოდებაში ადანაშაულებს
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო ჩინეთს კორონავირუსთან დაკავშირებით არასრულყოფილი ინფორმაციის მიწოდებაში ადანაშაულებს. შესაბამისი განცხადება მაიკ პომპეომ ტელეკომპანია „სიენბისის“ ეთერში გააკეთა.
მისი თქმით, ჩინეთთან კორონავირუსის შესახებ მონაცემების შეგროვების მხრივ თანამშრომლობა, რაც ვაქცინის შექმნისთვის და დაავადების გავრცელების შესაჩერებლად აუცილებელია, იმედგაცრუებას იწვევს.
„გვახსოვდეს, უხანის კორონავირუსია, რომელმაც ეს გამოიწვია. ინფორმაცია, რომელიც ჩვენ საწყის ეტაპზე მივიღეთ, არ იყო სრულყოფილი, მიგვიყვანა იმ ვითარებამდე, როდესაც ჩვენს წინაშე არსებული გამოწვევების დიდი ნაწილი ჩიხში გვაყენებს“, – განაცხადა მაიკ პომპეომ „სიენბისისთან“ ინტერვიუში.