მაიკ პომპეო ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში გაემგზავრა
მაიკ პომპეო ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში გაემგზავრა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში გაემგზავრა. დღეს პომპეო ჩეხეთს ესტუმრება, სადაც მონაწილეობას მიიღებს მეორე მსოფლიო ომის დროს აშშ-ის არმიის მიერ დასავლეთ ჩეხოსლოვაკიის გათავისუფლებისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში.

ოთხდღიანი ტურნეს ფარგლებში, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ასევე ეწვევა პოლონეთს, სლოვენიასა და ავსტრიას. განსახილველ თემებს შორის არის თანამშრომლობა ენერგეტიკულ სფეროში, ჩინეთისა და რუსეთის გავლენის საკითხი, ასევე ბრძოლა კორონავირუსთან.