მაიკ პომპეო - ავტორიტარული რუსეთი არასდროს იქნება მცირე სახელმწიფოების თავისუფლებისა და სუვერენიტეტის მეგობარი
მაიკ პომპეო - ავტორიტარული რუსეთი არასდროს იქნება მცირე სახელმწიფოების თავისუფლებისა და სუვერენიტეტის მეგობარი

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ უნგრეთს, რუსეთის აგრესიის ფონზე, უკრაინის მხარდაჭერისკენ მოუწოდა.

ამის შესახებ მაიკ პომპეომ ბუდაპეშტში უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, პეტერ სიარტოსთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„დღეს ვესაუბრე მინისტრს უკრაინის, მისი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის აუცილებლობაზე. ჩვენ არ უნდა მივცეთ პუტინს საშუალება, ნატო-ში მეგობრებს შორის განხეთქილება შემოიტანოს“, – განაცხადა სახელმწიფო მდივანმა.

უნგრელებმა ისტორიიდან შესანიშნავად იციან, რომ ავტორიტარული რუსეთი არასდროს იქნება მცირე სახელმწიფოების თავისუფლებისა და სუვერენიტეტის მეგობარი“, – აღნიშნა მაიკ პომპეომ.

პომპეომ ასევე ისაუბრა ცენტრალურ ევროპაში ჩინეთის მზარდ გავლენაზე.

„რუსეთი და ჩინეთი ავტორიტარული სახელმწიფოები არიან, რომლებიც არ იზიარებენ თავისუფლებისკენ ჩვენს სწრაფვას“, – განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.

მაიკ პომპეომ უნგრეთში დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება.