მაიკ პომპეო- აშშ-ს არაბული ქვეყნების უსაფრთხოების ახალი ალიანსის შექმნა სურს
აშშ-ს არაბული ქვეყნების უსაფრთხოების ახალი ალიანსის შექმნა სურს, რომელიც ახლო აღმოსავლეთში ირანის გავლენას დაუპირისპირდება, – ამის შესახებ ეგვიპტეში ვიზიტით მყოფმა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა განაცხადა.
კაიროს ამერიკულ უნივერსიტეტში სიტყვით გამოსვლისას, მაიკ პომპეომ თქვა, რომ ახლო აღმოსავლეთის სტრატეგიული ალიანსი რეგიონის ყველაზე სერიოზულ საფრთხეებს დაუპირისპირდება, ასევე ენერგო და ეკონომიკურ თანამშრომლობას გააძლიერებს.
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის განცხადებით, „სირიიდან ბოლო ირანული ჩექმის გასაძევებლად, ვაშინგტონი პარტნიორებთან ერთად დიპლომატიას და ყველანაირ სამუშაოს გამოიყენებს“.
მისივე თქმით, აშშ-ის ამოცანაა, რომ ახლო აღმოსავლეთის სტრატეგიულ ალიანსში ეგვიპტე, იორდანია და ყურის თანამშრომლობის საბჭოს წევრი ქვეყნები გაერთიანდნენ.
მაიკ პომპეო ახლო აღმოსავლეთის მეორე ტურის ფარგლებში იორდანიას, ერაყსა და ეგვიპტეს ესტუმრა. შემდეგ კი, საუდის არაბეთში, ყატარში, ბაჰრეინში, ომანში, კუვეიტში და არაბთა გაერთიანებულ საემიროებში ჩავა.