მაიკ პომპეო -აშშ ერთ დოლარსაც კი არ დახარჯავს სირიის აღდგენაზე, სანამ ქვეყანას ირანის ძალები არ დატოვებენ
ვაშინგტონი ერთ დოლარსაც არ გადარიცხავს სირიის აღდგენისთვის, სანამ ქვეყანაში ირანელი სამხედროები რჩებიან,- ამის შესახებ განცხადება მაიკ პომპეომ ვაშინგტონში, „აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების ებრაულ ინსტიტუტში“ სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის განცხადებით, სირიიდან ირანის გაძევებაზე პასუხისმგებელი სირიის მთავრობაა.
„სირიის მთავრობა თავად არის დამნაშავე, რომ ირანელი სამხედროები არიან ამ ქვეყანაში. თუ სირია მხარს არ დაუჭერს ირანის სამხედრო ძალების გაყვანას, მაშინ ის ვაშინგტონისგან რეკონსტრუქციისთვის საჭირო თანხას ვერ მიიღებს“, – განაცხადა მაიკ პომპეომ.
აგვისტოს ბოლოს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის გადაწყვეტილებით, სირიის დასახმარებლად განკუთვნილი 230 მილიონი დოლარი სხვა მიზნებზე გადანაწილდა.