მაიკ პომპეო - აშშ და ნატო-ს წევრი მოკავშირეები საქართველოსა და უკრაინის ალიანსისკენ მისწრაფებას მყარ მხარდაჭერას უცხადებენ
მაიკ პომპეო - აშშ და ნატო-ს წევრი მოკავშირეები საქართველოსა და უკრაინის ალიანსისკენ მისწრაფებას მყარ მხარდაჭერას უცხადებენ

ამერიკის შეერთებული შტატები და ნატო-ს წევრი მოკავშირეები საქართველოსა და უკრაინის მისწრაფებას ჩრდილოატლანტიკური ალიანსისკენ მყარ მხარდაჭერას უცხადებენ, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ სოციალურ ქსელ Twitter-ში დაწერა.

„აშშ და ნატო-ს წევრი მოკავშირეები მყარ მხარდაჭერას უცხადებენ საქართველოსა და უკრაინის სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას და ნატო-სკენ მისწრაფებას. ჩვენ ვაფასებთ მათ კონტრიბუციას და თანამშრომლობას. მოხარული ვართ ნატო-ს სტანდარტებთან და ფასეულობებთან დაახლოების გზაზე ამ ქვეყნების მიერ მიღწეული პროგრესით“, – განაცხადა მაიკ პომპეომ.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი სოციალურ ქსელში ასევე წერს, რომ რუსეთის მიერ საშუალო რადიუსის ბირთვული ძალების შეთანხმების დარღვევა არის მსოფლიო სცენაზე რუსეთის უკანონობის მასშტაბური სურათის ნაწილი.

„საქართველო, უკრაინა, სირია, არჩევნებში ჩარევა, სკრიპალი და ახლა ქერჩის სრუტე. ეს მხოლოდ რამდენიმე მაგალითია“, – აცხადებს პომპეო.