მაიკ პომპეო - აშშ ჩინელ სტუდენტებს ვერ მისცემს უფლებას, რომ აშშ-ში სწავლისას ჯაშუშობით დაკავდნენ
აშშ ჩინელ სტუდენტებს ვერ მისცემს უფლებას, რომ აშშ-ში სწავლისას ჯაშუშობით დაკავდნენ, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ ტელეკომპანია, „ფოქს ნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა.
პომპეოს თქმით, სტუდენტები არ უნდა მოქმედებდნენ ჩინეთის კომუნისტური პარტიის სახელით.
„როგორც ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელი, სერიოზულად ვიღებ ჩვენ ქვეყანაში ჯაშუშობის საფრთხეს. ჩვენ ვიცით, რომ ეს გამოწვევა გვაქვს. ამერიკელმა ხალხმა უნდა იცოდეს, რომ ჩინეთის კომუნისტური პარტია მუშაობდა აშშ-ში უზარმაზარი გავლენის მოსაპოვებლად. ეს არ არის რასისტული მიდგომა. ჩინელი ხალხი დიდებული ხალხია. ეს არის კომუნისტური ტირანული რეჟიმი, რომელიც აშშ-ის რეალურ საფრთხეს უქმნის. ჩვენ გვაქვს ვალდებულება, უზრუნველვყოთ, რომ სტუდენტებს, რომლებიც აქ სასწავლებლად ჩამოდიან, ჰქონდეთ სარგებელი აშშ-ში სწავლით, არ მოქმედებდნენ ჩინეთის კომუნისტური პარტიის სახელით“, – განაცხადა მაიკ პომპეომ.