მაიკ პომპეო აცხადებს, რომ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მონაწილე მხარეებმა უნდა შეწყვიტონ ძალადობა და მოლაპარაკებებს დაუბრუნდნენ
მაიკ პომპეო აცხადებს, რომ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მონაწილე მხარეებმა უნდა შეწყვიტონ ძალადობა და მოლაპარაკებებს დაუბრუნდნენ

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მაიკ პომპეო მთიან ყარაბაღში მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა.

პომპეომ განცხადება საბერძნეთში ოფიციალური ვიზიტით ყოფნისას გააკეთა.

„საგარეო საქმეთა მინისტრმა (საბერძნეთის) და მე ვისაუბრეთ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტზეც, სადაც ორივე მხარემ უნდა შეწყვიტოს ძალადობა და მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეებთან ერთად იმუშაოს, რათა რაც შეიძლება სწრაფად დაუბრუნდნენ მოლაპარაკებებს“, – აცხადებს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო.

დატოვე კომენტარი