მაიკ პომპეო აცხადებს, რომ კიმ ჩენ ინს ბირთვული ცენტრის განადგურების კონკრეტული გეგმა არ წარმოუდგენია
მაიკ პომპეო აცხადებს, რომ კიმ ჩენ ინს ბირთვული ცენტრის განადგურების კონკრეტული გეგმა არ წარმოუდგენია

ჰანოეში გამართულ შეხვედრაზე კიმ ჩენ ინს ამერიკული მხარისთვის კონკრეტული ინფორმაცია ბირთვულ ცენტრ „იონბიონის„ განადგურებაზე არ მიუწოდებია, – ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ განაცხადა.

„მათ არ წარმოუდგენიათ კონკრეტული გეგმა, უბრალოდ აღწერეს, თუ რას გააკეთებენ“,- განაცხადა სახელმწიფო მდივანმა.

მაიკ პომპეომ აღნიშნა, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს მოლაპარაკების მაგიდასთან დაბრუნება სურს.

სახელმწიფო მდივანმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ჰანოეში გამართულ შეხვედრაზე ჩრდილოეთ კორეის მთავარი მოთხოვნა იყო სანქციების მოხსნა.