მაიკ პომპეო აცხადებს, რომ აშშ-რუსეთს შორის ურთიერთობის გაუმჯობესება რუსეთზეა დამოკიდებული
მაიკ პომპეო აცხადებს, რომ აშშ-რუსეთს შორის ურთიერთობის გაუმჯობესება რუსეთზეა დამოკიდებული

ამერიკის შეერთებულ შტატებსა და რუსეთს შორის ურთიერთობის გაუმჯობესება მთლიანად რუსეთზეა დამოკიდებული, – ეს განცხადება ამერიკის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ მიკრობლოგ Twitter -ის საშუალებით გაავრცელა.

„რუსეთის ხელისუფლებასთან კარგი ურთიერთობა მომგებიანი იქნება ყველასთვის, მაგრამ ბურთი რუსეთის მოედანზეა.  ბოროტი განზრახვით ჩადენილ ქმედებებზე რუსეთს მომავალშიც დავაკისრებთ პასუხიმგებლობას“,- წერს მაიკ პომპეო .

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი პრეზიდენტთან ერთად ფინეთში იმყოფება. მაიკ პომპეო ჰელსინკიში რუს კოლეგას, სერგეი ლავროვს შეხვდება.