მაიკ პომპეო 8 იანვარს ახლო აღმოსავლეთის ტურნეს იწყებს
მაიკ პომპეო 8 იანვარს ახლო აღმოსავლეთის ტურნეს იწყებს

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო 8 იანვარს ახლო აღმოსავლეთის ტურნეს იწყებს, რომლის ფარგლებშიც ბაჰრეინში, ეგვიპტეში, იორდანიაში, ყატარში, ქუვეითში, ომანსა და საუდის არაბეთში ჩავა.

გავრცელებული ინფორმაციით, მაიკ პომპეო ერ-რიადში საუდის არაბეთის ლიდერს შეხვდება, რომელთან საუბრის მთავარი თემაც ორმხრივი ურთიერთობები, რეგიონული პრიორიტეტები და ასევე, მოკლული ჟურნალისტის, ჯამალ ხაშოგის საკითხი იქნება.

მაიკ პომპეოს ვიზიტი 15 იანვრამდე გაგრძელდება.