მედიის ცნობით, მაიკ პომპეო 23 ოქტომბერს ვაშინგტონში სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრებს შეხვდება

09:50, 20.10.2020

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო 23 ოქტომბერს ვაშინგტონში სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრებს შეხვდება. ინფორმაციას ამის შესახებ „პოლიტიკო“ ავრცელებს.

არსებული ინფორმაციით, პარასკევს, დილით მაიკ პომპეო ჯერ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრს, ჯეიჰუნ ბაირამოვს შეხვდება, შემდეგ კი სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ზოჰრაბ მნაცაკანიან​ს.

ჯერ უცნობია, შედგება თუ არა სამმხრივი შეხვედრა, ამერიკის სახელმწიფო მდივანსა და ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის.

საუბრის მთავარი თემა მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი და იქ მიმდინარე საომარი მოქმედებები იქნება.

მსგავსი