მაიკ პომპეო ანკარადან იერუსალიმში ჩასვლას გეგმავს
მაიკ პომპეო ანკარადან იერუსალიმში ჩასვლას გეგმავს

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო ანკარადან იერუსალიმში ჩავა. იგეგმება ასევე მაიკ პომპეოს ვიზიტი ბრიუსელში.

გავრცელებული ინფორმაციით, მაიკ პომპეო ისრაელის პრემიერ-მინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუს შეხვდება. ბრიუსელში კი, დაგეგმილია მაიკ პომპეოსა და ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის შეხვედრა.

ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსსა და სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოს ანკარაში  მოლაპარაკებები აქვთ დაგეგმილი. არსებული ინფორმავიით, ისინი თურქეთის პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანს უნდა შეხვდნენ.  მოლაპარაკებები სირიის ჩრდილოეთის რეგიონში მიმდინარე თურქეთის სამხედრო ოპერაციას შეეხება.

​თურქეთმა სირიაში სამხედრო ოპერაცია სახელწოდებით „მშვიდობის წყარო“ 9 ოქტომბერს წამოიწყო. ანკარაში აცხადებენ, რომ ოპერაციის მიზანია სირიის საზღვარზე „უსაფრთხოების ზონის“ მოწყობა, სადაც სირიელი ლტოლვილების განსახლება არის დაგეგმილი.