მაიკ პენსსა და მის მეუღლეს „კოვიდ-19“ არ დაუდასტურდათ
მაიკ პენსსა და მის მეუღლეს „კოვიდ-19“ არ დაუდასტურდათ

ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსისა და მისი მეუღლის, კარენ პენსის „კოვიდ-19“-ის ტესტის პასუხები უარყოფითია. ინფორმაციას „ასოშიეიტიდ პრესი“ ავრცელებს.

ვიცე-პრეზიდენტის პრესმდივნის თქმით, მაიკ პენსი და მისი მეუღლე თავს კარგად გრძნობენ და ისინი პრეზიდენტ დონალდ ტრამპს სწრაფ გამოჯანმრთელებას უსურვებენ.