მაიკ პენსმა კურსდამთავრებულებს მიმართა - მზად იყავით, რომ ქრისტიანობის გამო დაგცინებენ
მაიკ პენსმა კურსდამთავრებულებს მიმართა - მზად იყავით, რომ ქრისტიანობის გამო დაგცინებენ

ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტმა მაკ პენსმა კურსდამთავრებულებს მიმართა და უთხრა, რომ ისინი მზად უნდა იყვნენ, როცა მათ რწმენის გამო დასცინებენ. ამის შესახებ პენსმა უნივერსიტეტ „ლიბერთიში“ გამოსვლისას განაცხადა. ინფორმაციას „იუესეი თუდეი“ ავრცელებს.

პენსის თქმით, კურსდამთავრებულები უნდა მოემზადონ იმ გამოწვევებისთვის, რომელსაც, მათი რწმენის გამო, ჰოლივუდი, მედია და მემარცხენეები უმზადებენ.

„ისინი, რომლებიც ტოლერანტობაზე ყველაზე ხმამაღლა საუბრობენ, ტრადიციული ქრისტიანობისადმი ნაკლებად ტოლერანტულია“, – განაცხადა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა.

პენსის თქმით, მისი მეუღლე „ხისტი თავდასხმების ობიექტი გახდა, როდესაც ქრისტიანულ სკოლაში ხელოვნების მასწავლებლად დაბრუნდა“.

„აშშ-ის ისტორიაში ქრისტიანად ყოფნა ყოველთვის მარტივი იყო. ვერავინ წარმოიდგენდა, რომ თქვენ შეიძლება თავი აგარიდონ ან დაგცინონ კიდეც ბიბლიის სწავლების დაცვისთვის. ახლა ყველაფერი სხვაგვარადაა“, – განაცხადა პენსმა.

დატოვე კომენტარი