მაიკ პენსმა კორონავირუსის ვაქცინა პირდაპირ ეთერში გაიკეთა
მაიკ პენსმა კორონავირუსის ვაქცინა პირდაპირ ეთერში გაიკეთა

ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტმა, მაიკ პენსმა კორონავირუსის ვაქცინა პირდაპირ ეთერში გაიკეთა. ამის შესახებ ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს.

აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტმა და მისმა მეუღლემ, კარენმა „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი დოზა კამერების წინ გაიკეთეს. ამასთან, ვაქცინის საჭირო დოზა აშშ-ს მთავარმა ქირურგმა, ჯერომ ადამსმაც მიიღო.

მაიკ პენსმა ვაქცინას სამედიცინო სასწაული უწოდა. მისი თქმით, ვაქცინის დამზადებასა და გავრცელებას ჩვეულებრივ 8-12 წელი სჭირდება, თუმცა აშშ-ში ეს ერთ წელზე ნაკლებ დროში მოახერხეს.