მაიკ პენსმა დონალდ ტრამპს მიმართა – რუსეთმა განახორციელა უკრაინაში არაპროვოცირებული და სასტიკი შეჭრა, რასაც ასობით ათასი სიცოცხლე შეეწირა, მშვიდობისკენ გზა აგებული უნდა იყოს ჭეშმარიტებაზე
ბატონო პრეზიდენტო, უკრაინას „არ დაუწყია“ ეს ომი, – ასე მიმართავს აშშ-ის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი სოციალურ ქსელში აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებას.
„ბატონო პრეზიდენტო, უკრაინას „არ დაუწყია“ ეს ომი. რუსეთმა განახორციელა არაპროვოცირებული და სასტიკი შეჭრა, რომელსაც ასობით ათასი სიცოცხლე შეეწირა. მშვიდობისკენ გზა აგებული უნდა იყოს ჭეშმარიტებაზე“, – წერს აშშ-ის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი სოციალურ ქსელში.
მაიკ პენსმა X-ზე დაწერილ სტატუსთან ერთად გააზიარა „ფოქს ნიუსის“ ბმული, რომელიც 2022 წლის 24 თებერვლითაა დათარიღებული. ამ დღეს რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.
Mr. President, Ukraine did not “start” this war. Russia launched an unprovoked and brutal invasion claiming hundreds of thousands of lives. The Road to Peace must be built on the Truth.🇺🇸🇺🇦
“Russia Invades Ukraine in Largest European Attack Since WWII” @FoxNews (February 24,… pic.twitter.com/HsWGdyCGOz
— Mike Pence (@Mike_Pence) February 19, 2025