მაიკ პენსის თვითმფრინავი ნიუ ჰემფშირის აეროპორტში ავარიულად დაეშვა
მაიკ პენსის თვითმფრინავი ნიუ ჰემფშირის აეროპორტში ავარიულად დაეშვა

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსის თვითმფრინავი აშშ-ს ნიუ ჰემფშირის აეროპორტში ავარიულად დაეშვა.

გავრცელებული ინფორმაციით, აფრენიდან მალევე თვითმფრინავს ფრინველი შეეჯახა, რის შემდეგაც უსაფრთხოების მიზნით, ეკიპაჟმა უკან დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ვიცე-პრეზიდენტი თავის გუნდთან ერთად ვაშინგტონში სატვირთო თვითმფრინავით დაბრუნდება.

პენსი გილფორდში დონალდ ტრამპის მხარდამჭერ აქციაზე იმყოფებოდა.