მაიკ პენსი – ვუერთდები მილიონობით ადამიანს, რომელიც დონალდ ტრამპისა და პირველი ლედის სწრაფად გამოჯანმრთელებისთვის ლოცულობს
ვუერთდები მილიონობით ადამიანს, რომელიც დონალდ ტრამპისა და პირველი ლედის სწრაფად გამოჯანმრთელებისთვის ლოცულობს, – ამის შესახებ განცხადება აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა მაიკ პენსმა გააკეთა.
„მე და ჩემი მეუღლე კარენი სიყვარულს ვუგზავნით და ვლოცულობთ ჩვენი ძვირფასი მეგობრების, პრეზიდენტ ტრამპისა და მისი მეუღლის მელანიასთვის. ჩვენ ვუერთდებით მილიონობით ამერიკელს, ვინც მათი სრული და სწრაფი გამოჯანმრთელებისთვის ლოცულობს. ღმერთი ფარავდეს პრეზიდენტ ტრამპს და საოცარ პირველ ლედის“, – განაცხადა მაიკ პენსმა.
აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და მის მეუღლეს კორონავირუსი 2 ოქტომბერს დაუდასტურდათ.
Karen and I send our love and prayers to our dear friends President @realDonaldTrump and @FLOTUS Melania Trump. We join millions across America praying for their full and swift recovery. God bless you President Trump & our wonderful First Lady Melania.
— Mike Pence (@Mike_Pence) October 2, 2020