მაიკ პენსი - მორიგი გიგანტური ნაბიჯის დრო დადგა, ამერიკელები მთვარეზე უნდა დაბრუნდნენ
მაიკ პენსი - მორიგი გიგანტური ნაბიჯის დრო დადგა, ამერიკელები მთვარეზე უნდა დაბრუნდნენ

უახლოეს ხუთ წელიწადში ამერიკელები მთვარეზე უნდა დაბრუნდნენ, – ეს განცხადება ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტმა, მაიკ პენსმა გააკეთა.

„ზოგიერთი იტყვის, რომ ეს რთულია, სარისკოა, ძვირია, მაგრამ იმავეს ამბობდნენ 1962 წელსაც. ახლა ამერიკის შეერთებულ შტატებს ჰყავს პრეზიდენტი, რომელიც მეოცნებეა, რომელიც აცნობიერებს, რომ ეს არის გამოწვევა და ჩვენ ამის მიღწევა გვსურს“, – განაცხადა მაიკ პენსმა.

წელს 50 წელი სრულდება მას შემდეგ, რაც ადამიანმა პირველად დადგა ფეხი მთვარეზე. ასტრონავტი, რომელიც მთვარეზე გაფრინდა, ნილ არმსტრონგი იყო.