მაიკ პენსი ჯამალ ხაშოგის მკვლელობას თავისუფალ პრესაზე თავდასხმას უწოდებს
მაიკ პენსი ჯამალ ხაშოგის მკვლელობას თავისუფალ პრესაზე თავდასხმას უწოდებს

ამერიკის შეერთებული შტატები ჯამალ ხაშოგის მკვლელობაში ბრალდებულებს პასუხისმგებლობისგან თავის არიდების საშუალებას არ მისცემს. ამის შესახებ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, მაიკ პენსმა აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის სამიტზე ვიზიტისას  განაცხადა.

მაიკ პენსმა The Washington Post-ის ჟურნალისტის მკვლელობას თავისუფალ პრესაზე თავდასხმა უწოდა და აღნიშნა, რომ ამ საქმესთან კავშირში მყოფი თითოეული პირი შესაბამისად აგებს პასუხს.

ამასთან, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა The Washington Post-ის მიერ გამოქვეყნებული მასალის შესახებ კომენტარზე უარი განაცხადა და აღნიშნა, რომ სახელმწიფო საიდუმლო ინფორმაციაზე კომენტარის გაკეთების უფლება არ აქვს.

საქმე ეხება ამერიკული გამოცემის სტატიას, რომლის მიხედვითაც ჯამალ ხაშოგის მკვლელობის ბრძანება საუდის არაბეთის ტახტის მემკვიდრემ, პრინცმა მუჰამედ ბინ სალმანმა გასცა. The Washington Post-ი საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ აღნიშნულ დასკვნამდე ამერიკის შეერთებული შტატების ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო მივიდა.

ჯამალ ხაშოგი სტამბოლში, საუდის არაბეთის საკონსულოში 2 ოქტომბერს მივიდა და მას გაუჩინარდა. ოფიციალურმა ერ-რიადმა ჯამალ ხაშოგის მკვლელობა აღიარა.