მაიკ პენსი - გულდასაწყვეტია, როდესაც ხედავ, რომ ღვთის სახლი ცეცხლის ალშია გახვეული
მაიკ პენსი - გულდასაწყვეტია, როდესაც ხედავ, რომ ღვთის სახლი ცეცხლის ალშია გახვეული

გულდასაწყვეტია, როდესაც ხედავ, რომ ღვთის სახლი ცეცხლი ალშია გახვეული, – ეს განცხადება „ტვიტერის“ ოფიციალურ გვერდზე ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტმა მაიკ პენსმა გააკეთა.

„პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი მთელი მსოფლიოს ხალხთა რწმენის სიმბოლოა. გულდასაწყვეტია, როდესაც ხედავ, რომ ღვთის სახლი ცეცხლის ალშია გახვეული. ჩვენი ლოცვები და ფიქრები მეხანძრეებთან და ყველა პარიზელთანაა“, – წერს მაიკ პენსი.

პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში მასშტაბური ხანძარია. ბოლო ინფორმაციით, ტაძრის ხის სახურავი მთლიანად დაიწვა.