მაიკ პენსი - დროა, ნიკოლას მადუროს დიქტატურას ბოლო მოეღოს
მაიკ პენსი - დროა, ნიკოლას მადუროს დიქტატურას ბოლო მოეღოს

ნიკოლას მადუროს დიქტატურას დროა, ბოლო მოეღოს, – ასეთი განცხადება გააკეთა ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტმა მაიკ პენსმა მაიამიში ვენესუელელ ემიგრანტებთან შეხვედრის დროს.

მაიკ პომპეოს თქმით, ახლა დიალოგის დრო არ არის და მოქმედებაა საჭირო.

როგორც სიტყვით გამოსვლის დროს, ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე პრეზიდენტმა განაცხადა, ადრეულ ეტაპზე ვაშინგტონი ვითარების დეესკალაციის ყველა ვარიანტს განიხილავდა, თუმცა ნიკოლას მადურომ ისინი არ გამოიყენა.

2 თებერვალს კარაკასში ნიკოლას მადუროს წინააღმდეგ მასშტაბური დემონსტრაციაა დაგეგმილი. აქციას ოპოზიციონერი ხუან გუაიდო გაუძღვება, რომელიც ლათინური ამერიკის ქვეყნის დროებით პრეზიდენტად რიგმა ქვეყნებმა აღიარეს. მათ შორის ერთ-ერთი პირველი ამერიკის შეერთებული შტატები იყო.