მაიკ პენსი - დონალდ ტრამპისა და კიმ ჩენ ინის შეხვედრა 2019 წლისთვის ძველებურად იგეგმება
მაიკ პენსი - დონალდ ტრამპისა და კიმ ჩენ ინის შეხვედრა 2019 წლისთვის ძველებურად იგეგმება

დონალდ ტრამპისა და კიმ ჩენ ინის შეხვედრა 2019 წლისთვის ძველებურად იგეგმება, – ამის შესახებ მაიკ პენსმა აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის სამიტზე სტუმრობის დროს ისაუბრა.

ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტმა დაამატა, რომ კორეის ნახევარკუნძულის სრული ბირთვული განიარაღებისთვის ყველა ქვეყანა უნდა ზრუნავდეს.

მაიკ პენსის განცხადებამდე ერთი დღით ადრე ჩრდილოეთ კორეის ცენტრალურმა ტელევიზიამ ახალი „ულტრათანამედროვე“ იარაღის წარმატებით გამოცდის შესახებ განაცხადა.

ტელევიზიის ცნობით, აღნიშნულ იარაღზე ფხენიანში დიდი ხნის განმავლობაში მუშაობდნენ. ცდებს ჩრდილოეთ კორეის ლიდერი, კიმ ჩენ ინი პირადად დაესწრო.

მოგვიანებით, სახელწიფო დეპარტამენტში განაცხადეს, რომ ცდების ჩატარების მიუხედავად, ამერიკის შეერთებული შტატები ჩრდილოეთ კორეის მიერ მიცემულ პირობაში დარწმუნებულია.

დონალდ ტრამპისა და კიმ ჩენ ინის შეხვედრა სინგაპურში 12 ივნისს შედგა. ისტორიული სამიტის დროს ამერიკის შეერთებული შტატებისა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერებმა დოკუმენტს მოაწერეს ხელი, რომლის მიხედვითაც მხარეებს შორის ურთიერთობის ნორმალიზაციის სანაცვლოდ ფხენიანს ბირთვული განიარაღების პროცესი უნდა დაეწყო.

დატოვე კომენტარი