მაიკ პენსი - აშშ-ის კაპტოლიუმში ძალადობა და დესტრუქცია ახლავე უნდა შეწყდეს
მაიკ პენსი - აშშ-ის კაპტოლიუმში ძალადობა და დესტრუქცია ახლავე უნდა შეწყდეს

ძალადობა და დესტრუქცია, რომელიც აშშ-ის კაპიტოლიუმში მიმდინარეობს, უნდა შეწყდეს და ის უნდა შეწყდეს ახლავე, – ეს განცხადება აშშ-ის ვიცე პრეზიდენტმა, მაიკ პენსმა „ტვიტერის“ ოფიციალურ გვერდზე გაავრცელა.

პენსის თქმით, ყველამ, ვინც ამ პროცესში ჩართულია, პატივი უნდა სცეს სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლებს და შენობა დაუყოვნებლივ უნდა დატოვონ. მისი განცხადებით, მშვიდობიანი პროტესტი ყველა ამერიკელის უფლებაა, თუმცა აშშ-ის კაპიტოლიუმზე თავდასხმა მიუღებელია და ყველა პასუხისმგებელი პირი კანონის სრული სიმკაცრით დაისჯება.