მაიკ პენსი - ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინის ახლად არჩეული პრეზიდენტის გუნდთან თანამშრომლობას ელოდება
მაიკ პენსი - ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინის ახლად არჩეული პრეზიდენტის გუნდთან თანამშრომლობას ელოდება

ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინის ახლად არჩეული პრეზიდენტის გუნდთან თანამშრომლობას ელოდება – ამის შესახებ განცხადება ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე პრეზიდენტმა, მაიკ პენსმა, გააკეთა. განცხადება მან მიკრობლოგ „თვითერის“ საშუალებით გაავრცელა.

„ვესაუბრე უკრაინის ახლად არჩეულ პრეზიდენტს, ვლადიმერ ზელენსკის. მივულოცე მას არჩევნებში გამარჯვება. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი და მე ველოდებით უკრაინის პრეზიდენტის ახალ ადმინისტრაციასთან მუშაობას, რათა მხარი დავუჭიროთ ძლიერ და დემოკრატიულ უკრაინას“, – ნათქვამია მაიკ პენსის განცხადებაში.

საპრეზიდენტო არჩევნების ეგზიტპოლის შედეგების გამოქვეყნებისთანავე, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ვლადიმერ ზელენსკის დაურეკა. ამასთანავე, სახელმწიფო დეპარტამენტმა გაწეული შრომისთვის მადლობა გადაუხადა პეტრო პოროშენკოს.